ვოლოდიმირ ზელენსკი - ვულოცავ მაიკ ჯონსონს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად არჩევას

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მაიკ ჯონსონს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად არჩევას ულოცავს.

ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„აშშ-ის 119-ე მოწვევის კონგრესს პირველი საკანონმდებლო სესიის დაწყებას და მაიკ ჯონსონს წარმომადგენელთა პალატის სპიკერად არჩევას ვულოცავ“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა მაიკ ჯონსონს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ აშშ-ის კონგრესის ორპალატიანმა და ორპარტიულმა მხარდაჭერამ უკრაინას საშუალება მისცა, რომ ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაერჩინა.

შეგახსენებთ, კონგრესმენი მაიკ ჯონსონი (რესპუბლიკური პარტია) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერის თანამდებობაზე 218 ხმით აირჩია.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026