5 იანვარს თბილისის გარდა საპროტესტო აქციები რამდენიმე ქალაქში გაიმართება

5 იანვარს, თბილისის გარდა საპროტესტო აქციები რამდენიმე ქალაქში გაიმართება.

კერძოდ, 17:00 საათზე - თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მეტრო „რუსთაველთან“ შეიკრიბებიან;

19:00 საათზე - აქცია გაიმართება პარლამენტთან;

19:00 საათზე - აქცია გაიმართება საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოთხოვნით - „დღის ეთერი ხალხს!“;

19:30 საათზეა დაგეგმილი “კაცების შოუს” ფანების მარში რესპუბლიკის მოედანზე;

19:00-22:00 - პარლამენტთან (ნაძვის ხესთან) საჩუქრების შეგროვებისა და დარიგების ღონისძიება იქნება;

19:00-22:00 - მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად აქცია იქნება ბაზარი ორბელიანზე (ვეკუას 3ა);

22:00 საათზე, პარლამენტთან სამედიცინო ნიღბების აქცია იგეგმება.

რაც შეეხება რეგიონებს, ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, 17:00 საათზე, გაიმართება აქცია სახელწოდებით - "ვაპროტესტებთ რუსულ რეჟიმს!";

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, 19:00 საათზე - "სამშობლოს სამსახურში!";

ქუთაისში, მერიის წინ, 19:00 საათზე - "კი ევროპას, არა რუსეთს!".

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია