„საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი“  - ამ ეტაპზე, სამართლებრივ დახმარებას საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულ 56 პირს ვუწევთ

„საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ დღეის მდგომარეობით, სამართლებრივ დახმარებას 56 გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეს უწევს. ამის შესახებ ინფორმაციას „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ ავრცელებს.

ამავე ინფორმაციის თანახმად, „განგაშის საფუძველს იძლევა ის ფაქტი“, რომ ყოველი მათგანი საქართველოს კონსტიტუციის, სახელმწიფოებრიობისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი საჯარო განცხადებების ხელმომწერია, რაც „გვაფიქრებინებს, რომ ისინი აზრისა და გამოხატვის თავისუფლების გამო დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან“.

„საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ მზადაა, დაიცვას საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულთა უფლებები და მოუწოდებს მათ, დაუკავშირდნენ ორგანიზაციას სოციალური გვერდის მეშვეობით.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები