აშშ-ში ზამთრის შტორმის გამო ათასობით ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა, შვიდ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ამერიკის შეერთებული შტატების 30 შტატში 60 მილიონზე მეტმა ადამიანმა ამინდის შესახებ გაფრთხილება მიიღო ზამთრის ძლიერ შტორმის გამო, რომელმაც, შეიძლება, ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე ძლიერი თოვლი და ყველაზე ცივი ტემპერატურა გამოიწვიოს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

შტორმ „ბლერის“ გამო ათასობით ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა, გზები ჩაიკეტა და სკოლები დაიხურა.

ვებგვერდ FlightAware-ს მიხედვით, შეერთებულ შტატებსა და მის მის ფარგლებს გარეთ 5 000-ზე მეტი ფრენა გადაიდო და 1 500-მდე - გაუქმდა.

კანზასის, მისურის, კენტუკის, ვირჯინიის, დასავლეთ ვირჯინიის, არკანზასსა და ნიუ ჯერსის შტატებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას დღეიდან ელოდებიან.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია