ექიმის ინფორმაციით, სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებულ ქალს მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებული ქალი რუხის კლინიკიდან ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ექიმის თქმით, პაციენტს მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს. მისივე ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, თუმცა სტაბილურია და კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.

ოჯახის ნათესავის ინფორმაციით, ცხედრების გადმოსვენება არ მოხდება და დაკრძალვა ოკუპირებულ გალის რაიონში გაიმართება.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს