საქართველოს სომეხი მოქალაქეები ქრისტეშობასა და ნათლისღებას აღნიშნავენ

საქართველოს სომეხთა თემი მაცხოვრის შობასა და ნათლისღებას ერთად ზეიმობს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დღესასწაულობენ ახალციხეში მცხოვრები სომეხი თანამოქალაქეებიც, საზეიმო წირვა ახალციხის რაბათის წმინდა გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ტაძარში შედგა. ლიტურგიას მღვდელი თორგომ ვართანიანი უძღვებოდა.

მათივე ცნობით, საზეიმო მსახურებას დაესწრო და ტაძარში შეკრებილ მრევლს, საქართველოს მთავრობის სახელით, დღესასწაულები მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა სამცხე-ჯავახეთში ელვარდ ზაზაძემ.

„ქრისტეშობა და ნათლისღება იზეიმეს ბათუმში მცხოვრებმა სომეხმა თანამოქალაქეებმა. ბათუმის სურბ ფრკიჩის სახელობის სომხურ სამოციქულო ეკლესიაში სადღესასწაულო მსახურებას აჭარის სომეხთა სულიერი ლიდერი, მღვდელი არარატ გუმბალიანი უძღვებოდა.

ეკლესიაში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს შობა და ნათლისღება მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა აჭარაში, აბესალომ ასლანიძემ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს