„ვისოლ ჯგუფის“ სათავო ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„ვისოლ ჯგუფის“ სათავო ოფისთან საპროტესტო აქცია ლოზუნგით - „არა რუსული ძალადობრივი რეჟიმის დამფინანსებლებს“ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები - „არა რუსული ძალადობრივი რეჟიმის დამფინანსებლებს“, „პოლიტპატიმრის ამოჭრა რეკლამიდან სამარცხვინოა“ და ა.შ.

მათი თქმით, ბიზნესებს, რომლებიც ხელისუფლებას აფინანსებს, საზოგადოებამ ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ.

„როცა ხელისუფლება ადამიანებს იჭერს, აწამებს მოქალაქეებს, ეს ბიზნესები არიან, რომლებიც მათ აფინანსებენ და ამართლებენ. ბიზნესები უნდა იყვნენ საზოგადოების მსახურები. ჩვენ მათ პროდუქციას ვყიდულობთ“, - განაცხადა საინიციატივო ჯგუფ „დამკვირვებლების“ ლიდერმა, გურამ ჩუხრუკიძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს