Politico - ავსტრიის პრეზიდენტმა მთავრობის შექმნა ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერს დაავალა

ავსტრიის პრეზიდენტმა მთავრობის შექმნა ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერს დაავალა. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

ავსტრიის პრეზიდენტი, ალექსანდერ ვან დერ ბელენი „თავისუფლების პარტიის“ ლიდერს, ჰერბერტ კიკლს დღეს შეხვდა, მას შემდეგ რაც კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ ავსტრიის კონსერვატიულ „სახალხო პარტიასა“ და „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა და ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა თანამდებობა დატოვა.

„ბატონი კიკლი დარწმუნებულია, რომ მას შეუძლია გამოსავალი იპოვოს“, - განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, გასულ წელს გამართულ ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე, პოპულისტური „თავისუფლების პარტია“ პირველ ადგილზე, ხოლო „სახალხო პარტია“ მეორე ადგილზე გავიდა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო