კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებას“ - სიმართლე ისაა, რომ პირდაპირ ვერ აგინებთ ამერიკას და აგინებთ აბსტრაქტულ „დიფ სთეითს“ და „ომის პარტიას“

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ქოცების“ დე-ფაქტო ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ ამოქოქა პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ბერნარდ შოუს ცნობილი გამონათქვამის მიხედვით, თავიდანვე იდიოტებზეა გათვლილი და ორი ამორფული, არარსებული სტრუქტურა გამოიყენა: ერთი „დიფ სთეითია“, ანუ გაურკვეველი ვიღაცები, ვინც „სიღრმიდან, ქვეშიდან მართავენ მსოფლიოს“ და მეორე - „გლობალური ომის პარტია“, რომელიც ყველა ომს იწყებს.

გამოდის, რომ ეს ორი „სტრუქტურა“ ფლობს ზესახელმწიფოებრივ ძალებს. თქვე ოჯახაშენებულებო, პუტინის გეშინიათ, ომი არ დაგვიწყოსო და ამათი არ გეშინიათ, თუკი მართლა არსებობენ და ასეთ სუპერძალებს ფლობენ?

სიმართლე ისაა, რომ უბრალოდ პირდაპირ ვერ აგინებთ ამერიკას და აგინებთ აბსტრაქტულ „დიფ სთეითს“ და „ომის პარტიას“. უშველებელი ეკონომიკის მქონე ჩინეთიც კი ერიდება ამერიკასთან ღია დაპირისპირებას და თქვენ რატომ არ ერიდებით?!

თქვენ გეშინიათ ყველაფრის - რუსეთის, ამერიკის, ევროპის, ჩინეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, საკუთარი ხალხის, მაგრამ ყველაზე მეტად გეშინიათ ხელისუფლების დაკარგვის, რადგან ამას მოჰყვება ფარდის ახდა კორუფციაზე, თქვენს მიერ თანხების დატაცებაზე (მარტო თბილისის ავტობუსების ტენდერი რად ღირს) და ეს შიში გაკეთებინებთ ყველაფერს. ამ შიშმა გაგაყალბებინათ არჩევნები, გაქციათ დე-ფაქტო ხელისუფლებად და მოგაქციათ იზოლაციაში. მაგრამ ბატონებო, დიდხანს ვერ დარჩებით ხელისუფლებაში.

პირადად მე, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მასობრივი დაჭერების და რეპრესიების წინააღმდეგი ვიყავი, ვარ და ვიქნები, მაგრამ ამასთანავე, მოპარული ფული ხალხისაა და „პროცენტებით“ მოგიწევთ ბიუჯეტში დაბრუნება!

შეგახსენებთ, ბიუჯეტი მოსახლეობის და ბიზნესის გადასახადების ხარჯზე ივსება, დე-ფაქტო ხელისუფლება კი პირდაპირ დაგვცინის და არალეგიტიმურ პარლამენტში დეპუტატები ხელფასებს იორმაგებენ და ისამმაგებენ. ეტყობა, უდიპლომო, უცოდინარი ხალხი ხელფასებს რომ ისამმაგებს, მერე „დიფ სთეითს“ უფრო ეფექტურად ებრძვის.

P.S. „დიფ სთეითი“ არა იხვის ტოლმა!“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა