ირანში დაკავებული იტალიელი ჟურნალისტი, სესილია სალა თავისუფალია

ირანში დაკავებული იტალიელი ჟურნალისტი, სესილია სალა თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დიპლომატიური და სადაზვერვო არხების ინტენსიური მუშაობის შედეგად, ჩვენი თანამემამულე ირანის ხელისუფლებამ გაათავისუფლა და ის იტალიაში ბრუნდება“, - ნათქვამია იტალიის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.

შეგახსენებთ, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჟურნალისტი სესილია სალა თეირანის პოლიციამ 19 დეკემბერს მაშინ დააკავა, როცა ის რეპორტაჟს იღებდა.

მოგვიანებით, იტალიელი ჟურნალისტის დაკავება ირანის კულტურის სამინისტრომაც დაადასტურა, რომლის განცხადებით, სესილია სალამ „ირანის ისლამური რესპუბლიკის კანონები დაარღვია“.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი