ეროვნული ბანკი - საერთაშორისო სავალუტო რეზერვები $324 მილიონით გაიზარდა

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 324 მილიონი დოლარით გაიზარდა და დეკემბრის მდგომარეობით 4.45 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორც სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განმარტებით, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა მოცემულ მომენტში, როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა გაზარდოს ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები.

„საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის უმნიშვნელოვანესი გარანტია. დღეს გამოქვეყნებულ მონაცემებში ჩანს, რომ წლის ბოლოს ჩვენ მოვახერხეთ და გვაქვს სოლიდური ზრდა სავალუტო რეზერვებში, რაც რამდენიმე ფაქტორის დამსახურებაა. პირველი, ნოემბერ-დეკემბერში ეროვნულმა ბანკმა მოახერხა და შეიძინა საკმაო რაოდენობის დოლარი ბაზარზე და ამის შესაძლებლობას ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა გვაძლევს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საბანკო სექტორში თვიდან თვემდე იზრდება დეპოზიტები როგორც უცხოურ ვალუტაში, ასევე ეროვნულ ვალუტაში. უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების ზრდა, სავალდებულო ნორმის ზრდასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მთლიანი მოცულობის ზრდაში, რომელიც ჩვენ გვაქვს სახეზე. მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო გვიწევს რეზერვების დახარჯვა, რათა სავალუტო ბაზარზე არაფუნდამენტური ფაქტორებისაგან გამოწვეული ჭარბი მერყეობის განეიტრალება მოვახდინოთ, პირველივე შესაძლებლობისთანავე, ეროვნული ბანკი ყველა ღონეს ხმარობს, რომ კვლავ შეავსოს საერთაშორისო რეზერვები", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია რეზერვების დივერსიფიცირება და სებ-ი ყველაფერს აკეთებს, რომ რეზერვები უკეთ იმართოს და მოხდეს მათი დივერსიფიცირება.

„მოგეხსენებათ, რომ წლის დასაწყისში ჩვენ შევიძინეთ მონეტარული ოქრო და ამ პერიოდში ოქროს საერთაშორისო ფასის ზრდის გამო, ამ კუთხითაც სერიოზული, 100 მილიონ დოლარამდე მატება გვაქვს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობაში.

ყოველივე ამან ერთობლიობაში მოგვცა საშუალება ნოემბრიდან მოყოლებული გაგვეზარდა საერთაშორისო რეზერვების მოცულობა. ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის ფონზე. ვფიქრობთ, რომ რეზერვები კვლავაც განაგრძობს აღმავალ ტრაექტორიას", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 7 თებერვალს გამოაქვეყნებს.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის