მიხაილ როთი - მომავალ კვირას საქართველოში ჩემს გამოსამშვიდობებელ ვიზიტს მოუთმენლად ველი

მომავალ კვირას საქართველოში ჩემს გამოსამშვიდობებელ ვიზიტს მოუთმენლად ველი, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„მომავალ კვირას საქართველოში ჩემს გამოსამშვიდობებელ ვიზიტს მოუთმენლად ველი. მსურს ყველა თავდადებულ ევროპელსა და თავისუფლებისთვის მებრძოლებს მხარი დავუჭირო და გერმანელი პოლიტიკოსის რანგში ჩემს მეგობრებს დავემშვიდობო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საპარლამენტო მანდატი მალე იწურება, მე ევროკავშირის გულში თავისუფალი საქართველოს მიმართ ერთგულებას გავაგრძელებ“, - წერს როთი.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია