მარკ რუტე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინას ჰქონდეს ის, რაც მას სჭირდება, უნდა უზრუნველვყოთ, რომ მოლაპარაკებების დაწყებისას უკრაინა საუკეთესო მდგომარეობაში იყოს - სასწორზე გეოპოლიტიკური კონტექსტი დევს

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინას ჰქონდეს ის, რაც მას სჭირდება წვრთნების, აღჭურვილობის თვალსაზრისით, ბრძოლის გასაგრძელებლად და ამ ბრძოლაში გასამარჯვებლად, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ „რამშტაინის“ საჰაერო ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის წინ განაცხადა.

მისი თქმით, საქმე მხოლოდ უკრაინას არ ეხება.

„ჩვენ ვნახეთ 13 ადამიანი, რომელიც გუშინ დაიღუპა ზაპოროჟიეში, ისინი იყვნენ უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც არ აქტიურობდნენ ომში და მათ დაარტყეს ქალაქ ზაპორიჟიეზე რუსეთის თავდასხმისას. ეს იმის მტკიცებულებაა, რომ დიახ, რა თქმა უნდა, რუსეთი ცდილობს უკრაინის ხელში ჩაგდებას. მაგრამ ეს ასევე გლობალური კონტექსტია და გლობალური კონტექსტი არის ის, რომ ჩვენ უნდა ჩავაყენოთ უკრაინა საუკეთესო მდგომარეობაში, რათა ერთ დღეს, როდესაც უკრაინის ინიციატივით დაიწყება მოლაპარაკებები იმაზე, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს კონფლიქტი, ისინი ამისთვის საუკეთესო მდგომარეობაში იყვნენ“, - აღნიშნა რუტემ.

მისი თქმით, როდესაც ეს მოლაპარაკებები დასრულდება, იმას, კარგი გარიგება დაიდება თუ არა, თვალყურს ადევნებენ ჩინელები, ჩრდილოეთ კორეელები, ირანი და, ცხადია, თავად რუსეთი.

„მთელი მსოფლიო უყურებს. ასე რომ, უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ უკრაინა საუკეთესო მდგომარეობაში იყოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქ სასწორზე გეოპოლიტიკური კონტექსტი დევს“, - აღნიშმა რუტემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა