ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ ცხრა პირის პატიმრობაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში და შიდა ტერიტორიაზე ხმაურია.

ადგილზე შეკრებილები არიან მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადის და სხვა დაკავებული ცხრა პირის ახლობლები, რომლებიც ხმაურით და პროტესტით შეხვდნენ სასამართლოს მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ აქციაზე დაკავებული 11 პირი პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ ისმოდა შეძახილები: „მონებო, რუსებო, ვის ემსახურებით, არ გრცხვენიათ?".

ამ წუთებში ხმაური კვლავ გრძელდება სასამართლოს ეზოში, სადაც დიდი რაოდენობით პოლიციელები არიან მობილიზებული.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს