ირაკლი კვირიკაძე - შენობას სასამართლო არ ჰქვია, ეს არის ცირკი - ეს არ იყო გადაწყვეტილება, ეს იყო მოსული ბრძანება

ამ შენობას სასამართლო არ ჰქვია, ეს არის ცირკი - ეს არ იყო გადაწყვეტილება, ეს იყო მოსული ბრძანება, - ამის შესახებ მსახიობმა ირაკლი კვირიკაძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რითაც შეაფასა სასამართლო გადაწყვეტილება, აქციაზე დაკავებული 11 პირის, მათ შორის მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით.

"პირველ რიგში, ვიტყვი, რომ მას მოსამართლე არ ჰქვია, ამ შენობას სასამართლო არ ჰქვია დღეს, ამას ყველაფერი ჰქვია სასამართლოს გარდა, ეს არის ცირკი. ეს არ იყო გადაწყვეტილება, ეს იყო მოსული ბრძანება, ამ თამაშის, შოუს და მაიმუნობამდე გაცემული ბრძანება", - განაცხადა მსახიობმა.

მისი თქმით, გამოსავალი ახალი არჩევნების დანიშვნაში მდგომარეობს.

“ვხედავთ ბრძანებას, რაც აღსრულებაშია მოყვანილი. გამოსავალს ვხედავთ იმაში, რომ ეს უკანონო მთავრობა გადადგეს და დანიშნოს ახალი არჩევნები, იმისთვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს, ქვეყანა, ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანას დაემსგავსოს. მე-13 წელია ქვეყანა არ გვქვია ჩვენ და რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ ამ კრიზისიდან გამოსვლა. ყველაზე დემოკრატიული და არააგრესიული გამოსავალი აქედან არის არჩევნები”, - განაცხადა ირაკლი კვირიკაძემ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია