თბილისში, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, სოფელ საბერიოში ჭოლარიების ოჯახში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თხოვნით, თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ჭოლარიების ოჯახში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს ცნობით, ლიტურგია ამავე ეკლესიის მღვდელმა მამა ლევან ჯანაშიამ შეასრულა.

პანაშვიდს უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი პირები და წევრები ჯემალ გამახარია, თამაზ ხუბუა, ვახტანგ ყოლბაია, ნუგზარ მგალობლიშვილი, თეიმურაზ მჟავია, ეთერ ასტემიროვა, ასევე აპარატის ხელმძღვანელობა და თანამშრომლები ესწრებოდნენ.

მიმდინარე წლის 5 იანვარს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ჭოლარიების ოჯახში გაჩენილ ხანძარს ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი შეეწირა. ხანძრის შედეგად დაღუპულები 9 იანვარს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა