ადვოკატი - სამედიცინო ცნობით დადგინდა, რომ ბრალდებულის ცუდად გახდომის მიზეზი უჟანგბადობა იყო - დაცვის მხარემ მანამდეც ვთხოვეთ შეეცვალათ სხდომათა დარბაზი, მოსამართლემ უარი განაცხადა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე

სამედიცინო ცნობის მიხედვით დადგინდა, რომ ბრალდებულის ცუდად გახდომის მიზეზი უჟანგბადობა იყო. დაცვის მხარემ მანამდეც ვთხოვეთ სასამართლოს, რომ შეეცვალა სხდომათა დარბაზი, რაც შესაძლებლობას მოგვცემდა, რომ დაცვის მხარეს ნორმალურ ვითარებაში გაგვეგრძელებინა მუშაობა. ამის მიუხედავად ბატონმა მოსამართლემ უარი განაცხადა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, - ამის შესახებ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ განაცხადა, რომელმაც სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

მისი თქმით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, სასამართლო სხდომაზე ადვოკატის დასწრება აუცილებელია და როდესაც სამუშაო პირობების იქნება დამაკმაყოფილებელი, ის და სხვა ადვოკატებიც სასამართლო სხდომაში მონაწილეობის მიღებას კვლავ გააგრძელებენ.

„საქმის განხილვის დასაწყისში მაშინ, როდესაც მოსამართლე ბრალდებულთა ვინაობას ადგენდა, ერთ-ერთი ბრალდებული ცუდად გახდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. სამედიცინო ცნობის მიხედვით დადგინდა, რომ ბრალდებულის ცუდად გახდომის მიზეზი უჟანგბადობა იყო. დაცვის მხარემ მანამდეც ვთხოვეთ სასამართლოს, რომ შეეცვალა სხდომათა დარბაზი, რაც შესაძლებლობას მოგვცემდა, რომ დაცვის მხარეს ნორმალურ ვითარებაში გაგვეგრძელებინა მუშაობა. ამის მიუხედავად ბატონმა მოსამართლემ უარი განაცხადა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

პროცესზე წარმოდგენილია ქართული ენის არ მცოდნე პირი და საქმეც ისეთი სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს, სადაც ადვოკატების ყოფნა სავალდებულოა. მათ სახაზინო ადვოკატები დაენიშნებათ. ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას, როცა შესაბამისი სამუშაო პირობები იქნება შექმნილი. ჩვენი მოქმედება მიმართული იყო იქითკენ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არ მომხდარიყო და არა იმისკენ, რომ სასამართლო სხდომის მიმდინარეობა ჩაშლილიყო“,- განაცხადა დავით ჭიკაიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს