ნიკა გვარამია - თუ 1%-ით მაინც გვეიმედება, რომ რომელიღაც „მოსამართლე“ პოლიტპატიმარს გამოუშვებს, ან რომელიმე „პოლიციელი“, რომელიც პატიმრების მშობლებს დასცინის, გამონაკლისია, ე.ი. კიდევ ვერ ვაცნობიერებთ ივანიშვილის რეჟიმის ბოროტების მასშტაბს

თუ 1%-ით და 1 წამით მაინც გვეიმედება, რომ რომელიღაც „მოსამართლე“ პოლიტპატიმარს გამოუშვებს ან რომელიმე „პოლიციელი“, რომელიც პატიმრების მშობლებს დასცინის - გამონაკლისია, - ესე იგი ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ ივანიშვილის რუსული რეჟიმის ბოროტების სრულ მასშტაბს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, არც ერთი არ არის გამონაკლისი.

„თუ 1%-ით და 1 წამით მაინც გვეიმედება, რომ რომელიღაც „მოსამართლე“ პოლიტპატიმარს გამოუშვებს ან რომელიმე „პოლიციელი“, რომელიც პატიმრების მშობლებს დასცინის - გამონაკლისია, ან რომელიმე „ქოცს“ გული აუჩუყდება და ბიძინას მრევლობაზე უარს იტყვის, ესე იგი ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ ივანიშვილის რუსული რეჟიმის ბოროტების სრულ მასშტაბს და მისი მომხრეების სრულ ნამუსგარეცხილობას.

არც ერთი არ არის გამონაკლისი: ერთი „ქოცური“ სასამართლოს უნივერსალური სახეა, მეორე - „ქოცური“ პოლიციის, მესამე - „ქოცი“ ამომრჩევლის”, - წერს გვარამია „ფეისბუქზე“.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს