ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენმა ჯარისკაცებმა კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები ტყვედ აიყვანეს

ჩვენმა ჯარისკაცებმა კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები ტყვედ აიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ორი ჯარისკაცი, რომლებიც დაჭრილები არიან, გადარჩნენ და ისინი კიევში გადაიყვანეს. ეს ადვილი ამოცანა არ ყოფილა, როგორც წესი რუსეთის ძალები და ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები თავიანთ დაჭრილებს კლავენ, რათა უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობის ნებისმიერ მტკიცებულება გააქრონ“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, როგორც ყველა სამხედრო ტყვე, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცებიც ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებას იღებენ.

„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს დავავალე, რომ ამ ტყვეებთან ჟურნალისტების წვდომა უზრუნველყოს. მსოფლიომ სიმართლე უნდა იცოდეს იმის შესახებ, რაც ხდება“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია