დეა მეტრეველი - მოშლილი სახელმწიფოს უწყებების პირობებში საქართველო გარეული ცხოველების კონტრაბანდის ბუდედ გადაიქცა

მოშლილი სახელმწიფოს უწყებების პირობებში საქართველო გარეული ცხოველების კონტრაბანდის ბუდედ გადაიქცა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ძლიერი საქართველოს“ წევრი დეა მეტრეველი წერს.

მისი თქმით, „შემოჰყავთ ბოკვერები, ამყოფებენ შეუსაბამო პირობებში და ეღუპებათ“.

როგორც დეა მეტრეველი აღნიშნავს, მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი, რომელიც პანკისშია, სოციალურ ქსელებში ავრცელებს მსგავს ფოტო და ვიდეო მასალას და არც ერთ უწყებას არ აქვს რეაგირება.

„სავარაუდოდ ვეფხვის ეს ბოკვერი დაიღუპა - თბილისის ზოოპარკში უნდოდათ მიეყვანათ მძიმე მდგომარეობაში რამდენიმე დღის წინ.

ცხოველთა უფლებადამცველებს განგაში აქვთ გამოცხადებული და არავინ აქცევს ამ პრობლემას ყურადღებას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ცოცხლები ხართ?“ - წერს დეა მეტრეველი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს