ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებმა ჩვენს წინააღმდეგ მხოლოდ ერთ კვირაში 700-მდე საავიაციო ბომბი და 600-ზე მეტი თავდასხმის დრონი გამოიყენეს - რუსეთი თავისი ნებით არ წყვეტს ომებს - მას მშვიდობა შეიძლება მხოლოდ აიძულო

რუსებმა ჩვენს წინააღმდეგ მხოლოდ ერთ კვირაში 700-მდე საავიაციო ბომბი და 600-ზე მეტი თავდასხმის დრონი გამოიყენეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, სადაც თავდასხმის ამსახველ კადრებს ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში რუსებმა უკრაინის ქალაქებზე, სოფლებსა და ფრონტის ხაზზე ჩვენი მეომრების პოზიციებზე ასობით დარტყმა განახორციელეს.

„რუსეთის ომი გრძელდება მხოლოდ იმიტომ, რომ რუსული არმია ინარჩუნებს უკრაინის დატერორების უნარს და ცაში მისი უპირატესობის გამოყენების უნარს. ამიტომაც გადამწყვეტია ჩვენი პარტნიორების მხრიდან ჩვენთან უკვე დადებული შეთანხმებების შესრულება. ვაშინგტონში ნატო-ს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები, ისევე როგორც „რამშტაინის“ შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილებები უკრაინის საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ არ არის სრულად განხორციელებული“, - წერს პრეზიდენტი ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინამ პარტნიორებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიების მინიჭების შესაძლებლობა განიხილა

„ამაში შეუძლებელი არაფერია და ეს მხოლოდ გააძლიერებს ჩვენს საერთო შესაძლებლობებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს არის ზუსტად ისეთი ძალა, რომელიც შესაძლებელს ხდის მუდმივ მშვიდობას. რუსეთი თავისი ნებით არ წყვეტს ომებს - მას მშვიდობა შეიძლება მხოლოდ აიძულო. ამ იძულების ნაწილი საჰაერო თავდაცვის სისტემების საკმარისი რაოდენობა და ხარისხი უნდა იყოს“, - აცხადებს ზელენსკი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა