ჩეხეთში, რესტორანში მომხდარ აფეთქებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ მოსტში, რესტორანში მომხდარ აფეთქებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ჩეხეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულია რვა ადამიანი.

სახანძრო ბრიგადის განცხადებით, აფეთქება სავარაუდოდ მას შემდეგ მოხდა, რაც დაწესებულებაში გამათბობელი ამოტრიალდა და ხანძარი გაჩნდა.

მათივე ინფორმაციით, რესტორნიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან 30 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რვა დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჩეხეთის პოლიციამ გამოძიება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის გაუფრთხილებლობით საფრთხის შექმნის შესაძლო ფაქტზე დაიწყო.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია