უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა დონეცკში მტრის სამეთაურო პუნქტს დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს მორიგი მაღალი სიზუსტის საჰაერო დარტყმა განახორციელეს რუსეთის ფედერაციის მე-2 გვარდიის კომბინირებული შეიარაღების არმიის დონეცკის ოლქის ქალაქ ნოვოგროდოვკაში მდებარე სამეთაურო პუნქტზე, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

გენშტაბში აცხადებენ, რომ ეს ოპერაცია დონეცკის მიმართულებით საოკუპაციო ძალების სამეთაურო პუნქტებზე საცეცხლე დარტყმების სერიის გაგრძელებაა.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები ავლენენ კოორდინაციისა და პროფესიონალიზმის მაღალ დონეს მტრის სარდლობისა და კონტროლის რგოლების ძირითადი ობიექტების და სამხედრო ინფრასტრუქტურის იდენტიფიცირებასა და განადგურებაში“, - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს