ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე დაკავებული ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი კირთაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისფულეს.

"კოალიცია ცვლილებისთვის" ინფორმაციით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს ელენე ხოშტარიაც.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის ირაკლი დგებუაძის ინფორმაციით, ბათუმში აქციაზე ჯამში დაკავებული იყო რვა პირი - ადმინისტრაციული წესით - 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ისინი სტიკერების გაკვრას შეეცადნენ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს