მარკო მიხელსონი - ქართველმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს თავისი ევროპული მომავალი ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში ყველა პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს.

„გეთანხმები, ძვირფასო მეგობარო, მიხაილ როთ. გარდა ამისა, ქართველმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს თავისი ევროპული მომავალი ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით“, - წერს მიხელსონი.

შეგახსენებთ, მიხაილ როთმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ყველა პოლიტპატიმარი უნდა გაათავისუფლოს. „ისეთი ავტორიტარული რეჟიმი, როგორიც საქართველოშია, რომელიც დაპატიმრებით ცდილობს ოპოზიციის და კრიტიკული ხმების გაჩუმებას, ადრე თუ გვიან, წააგებს. ბატონო ივანიშვილო, ახლავე გაათავისუფლეთ ყველა პოლიტპატიმარი!“ - დაწერა როთმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს