პაატა დავითაია - სირიაში პოლიტიკური რეალობის ცვლილების შემდეგ ასადის რეჟიმის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის აღიარების ანულირების პროცესი უნდა დაიწყოს - ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე პროცესი დროულად უნდა დაიწყოს

ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური კრიზისია. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიც ცხადყოფს, რომ საზოგადოების მწვავე პროტესტის მიუხედავად ხელისუფლება არაფერს თმობს, რაც დიდი შეცდომაა. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააცნობიეროს, რომ შექმნილ კრიზისში ერთადერთი გამოსავალია არჩევნები, რომელიც არსებულ მწვავე ვითარებას განმუხტავს - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა, რითაც ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მიუხედავად ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებისა, ყურადღება ქვეყნის გარეთ მიმდინარე პროცესებზეც უნდა გამახვილდეს. დავითაია, ხელისუფლებასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნული საკითხით დაინტერესებისკენ და დროული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მწვავე პოლიტიკური კრიზისია, მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სირიაში პოლიტიკური რეალობის ცვლილება, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ სირიაში მოქმედმა ხელისუფლებამ ასადის რეჟიმის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების ანულირების პროცესი დაიწყოს. რაც ჩვენთვის პრინციპული საკითხია.

დღეს, როცა ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები უკვე სირიაში ჩადიან და ურთიერთობების აღდგენა დაიწყო, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უკან იქნეს წაღებული სირიის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის მარიონეტული მთავრობების აღიარება. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ მიმართულებით სწრაფ რეჟიმში უნდა დაიწყოს მუშაობა, რათა დიპლომატიური ურთიერთობებით მოხდეს ამ საკითხის გადაჭრა.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში განვითარებულმა პროცესებმა ძალიან გაგვიფუჭა ურთიერთობები პარტნიორებთან, რომლებიც უნდა იყვნენ ჩვენი მხარდამჭერები ასეთ მნიშვნელოვან საკითხებში. ხელისუფლება ვალდებულია, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გადადგას ეს ნაბიჯები და დაიწყოს მოლაპარაკებები სირიის ახალ ხელისუფლებასთან აფხაზეთის და ცხინვალის აღიარების ანულირებასთან დაკავშირებით. მოვუწოდებ საგარეო საქმეთა სამინისტროს დროულად დაიწყონ ეს პროცესი და რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სირიის მიერ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთის და ცხინვალის აღიარების უკან წაღება“,- განაცხადა პაატა დავითაიამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის