„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატი - ჯერ ბრალი წარდგენილი არ არის - დაკავება, რა თქმა უნდა, პოლიტიკურია

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს ბრალი ჯერ არ წარდგენია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ განუცხადა, ვიდრე ბრალდების მხარე დაცვის მხარეს მტკიცებულებებს არ გადასცემს, მანამდე ვერ ისაუბრებს, რა პოზიცია აქვს დაკავებულ ჟურნალისტს.

„ჯერ არ არის ბრალი წარდგენილი. საქმის მასალები სანამ არ გადმოგვეცემა, ვერანაირ პოზიციაზე ვერ ვისაუბრებთ. აღკვეთი ღონისძიების ნაწილში, თუ პატიმრობას მოითხოვენ, ჩვენ ამას არ დავეთანხმებით. [დაკავება], რა თქმა უნდა, პოლიტიკურია. ბრალის წარდგენასთან ერთად მტკიცებულებებიც უნდა გადმოგვეცეს“-განაცხადა ჯუბა ქათამაძემ.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 19:00 საათზე, ბათუმის იზოლატორთან, მედიის წარმომადგენლები აქციას გამართავენ სახელწოდებით - „თავისუფლება მზია ამაღლობელს“.

შეგახსენებთ, „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა