ორთაჭალაში, დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა

ორთაჭალაში, დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. დაშავებული 4 მოქალაქიდან ერთი ბავშვია.

როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

„ვიმყოფებით შემთხვევის ადგილზე, სამწუხარო ფაქტი მოხდა, გარდაცვლილია ერთი მოქალაქე, ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და ახლობლებს.

ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მოსახლეობის დაბინავება და ქალაქის მერიასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ.

საუბარია სავარაუდოდ, გაზის გაჟონვაზე, ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

ასევე ვიმყოფებოდით კლინიკაში, სადაც მკურნალობას გადის 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია. მისი მდგომარეობა სტაბილურია. შედარებით მძიმეა ერთი დაშავებულის მდგომარეობა, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

აფეთქება სავარაუდოდ, შენობის მეოთხე სართულზე მოხდა. აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის ფასადი და კედლები ჩამოინგრა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა