თინა ბოკუჩავა - ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ასამბლეა დღეს მიიღებს რეზოლუციას, რომელიც ივანიშვილს მოუწოდებს, გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი, ასევე, ახალი არჩევნების ჩატარებაზეც იქნება მოწოდება

დღეს პოლიტიკური ასამბლეა მიიღებს რეზოლუციას საქართველოს შესახებ, რომელიც ივანიშვილს მოუწოდებს - გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი, ასევე ახალი არჩევნების ჩატარებაზეც იქნება მოწოდება, ისევე როგორც არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებაზე, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ასამბლეაზე ევროპის სახალხო პარტია ყველა ეროვნულ დელეგაციას მოუწოდებს, რომ არ ცნონ „ქართული ოცნების “ წევრების უფლებამოსილება.

„ჩვენ ვიმყოფებით ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე, რომელიც არის ყველაზე დიდი და გავლენიანი პოლიტიკური ოჯახი ევროპარლამენტში. დღეს პოლიტიკური ასამბლეა მიიღებს რეზოლუციას საქართველოს შესახებ. რომელიც ივანიშვილს მოუწოდებს - გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი, ასევე ახალი არჩევნების ჩატარებაზეც მოწოდება იქნება, ისევე როგორც არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებაზე, რომლის ფარგლებშიც ევროპის სახალხო პარტია მოუწოდებს ყველა ეროვნულ დელეგაციას, რომ არ ცნონ „რუსული ოცნების“ წევრების უფლებამოსილება არცერთ საპარლამენტო ასამბლეაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფორუმი, სადაც შევხვდით ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტს, ისევე როგორც არაერთ ევროკომისარს და ჩამოვიტანეთ ქართველი ხალხის ევროპული სათქმელი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეას ესწრებიან. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პარტიის ლიდერები რამდენიმე ევროპელ პოლიტიკურ ლიდერს უკვე შეხვდნენ.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა