ნინო ჟიჟილაშვილი - ეს რეჟიმი ჩამოყალიბდა მოძალადე რეჟიმად, შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ მედია არის ერთ-ერთი სამიზნე სუბიექტი

„ბათუმელები“ არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტის, ყველაზე გამოცდილი - სხვადასხვა რეჟიმის დროს თავისი პრინციპულობის გამომხატველი მედიასაშუალება და მისი ასეთი სამაგალითოდ დასჯა, არის აბსოლუტურად, გამიზნული აქტი, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, ნინო ჟიჟილაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა.

მისივე თქმით, ახლა დროა კრიტიკული მედიასაშუალებები გაერთიანდნენ, რადგან შესაძლოა, მედიაზე თავდასხმების პროცესი გაგრძელდეს.

„ეს რეჟიმი ჩამოყალიბდა მოძალადე რეჟიმად, შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ მედია არის ერთ-ერთი სამიზნე სუბიექტი რეჟიმის. მედია იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი მისგან სრულად დამოუკიდებელი სივრცე (ვგულისხმობ კრიტიკულ მედიას), რომელსაც ხელისუფლებამ ვერაფერი ვერ მოუხერხა.

„ბათუმელები“ არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტის, ყველაზე გამოცდილი, სხვადასხვა რეჟიმის დროს თავისი პრინციპულობის გამომხატველი მედიასაშუალება და მისი ასეთი სამაგალითოდ დასჯა, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, არის აბსოლუტურად, გამიზნული აქტი. ამიტომ გასაკვირი არაფერია, ეს არის რეჟიმის ჩემი აზრით, ბოლო პერიოდი, სადაც ის ხდება განსაკუთრებულად აგრესიული. მით უმეტეს, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ის პროცესში იყენებს რუსულ მეთოდიკას. კრემლის სახელმძღვანელოთი დაგეგმილ აქტივობებში ჟურნალისტებზე თავდასხმები არის ერთ-ერთი მთავარი, ამიტომ ჩვენ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება.

ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიყოთ, ჩვენ კრიტიკული მედია ისე ერთად უნდა ვიყოთ, როგორც არასდროს და ჩვენ შევძლებთ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად შედეგი დავაყენოთ. რეჟიმი ბოლო დღეებს, თვეებს ითვლის და ჩვენ ამაში ჩვენი წვრილი უნდა შევიტანოთ, როგორც პროფესიული საქმიანობით, ასევე მოქალაქეობრივით“, - განაცხადა ჟიჟილაშვილმა.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები მივიდნენ, რომლებიც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის