გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი კიევში ჩავიდა

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი დღეს დილით კიევში ჩავიდა, სადაც ქვეყნის ხელმძღვანელობას შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ მოგზაურობით ვაჩვენო, რომ ვაგრძელებთ უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას. ეს არის სიგნალი იმისა, რომ გერმანია, როგორც ნატო-ს წევრი უდიდესი ქვეყანა ევროპაში, უკრაინის მხარეს დგას და არა მარტო, არამედ ხუთ ქვეყანასთან და ბევრ სხვა მოკავშირესთან ერთად“, - აღნიშნა პისტორიუსმა.

ბორის პისტორიუსმა გუშინ ვარშავაში პოლონელ, ფრანგ, იტალიელ და ბრიტანელ კოლეგებთან შეხვედრაზე კიევისთვის შემდგომი დახმარების საკითხი განიხილა. გერმანია ოთხ ევროპელ პარტნიორთან ერთად უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის გასაძლიერებლად ძალისხმევის გაზრდას გეგმავს.

„თუ იქნება ფული, თუ იქნება იარაღის წარმოების შესაძლებლობა, მაშინ უკრაინა თავად შეძლებს თავის ჯარებს საბრძოლო მასალები და იარაღი ყველაზე სწრაფად მიაწოდოს“, - განაცხადა პისტორიუსმა ვარშავაში გამართულ შეხვედრაზე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს