მარკო მიხელსონი - რუსეთი საქართველოში 2008 წლის აგვისტოში ბუქარესტის კატასტროფული სამიტის შემდეგ შეიჭრა - რუსებმა ღიად განაცხადეს, რომ ეს ნატო-ს გაფართოების შესაჩერებლად გააკეთეს

რუსეთი საქართველოში 2008 წლის აგვისტოში ბუქარესტის კატასტროფული სამიტის შემდეგ შეიჭრა და მისი ტერიტორიის მეხუთედის ოკუპაცია მოახდინა. რუსებმა ღიად განაცხადეს, რომ ეს ნატო-ს გაფართოების შესაჩერებლად გააკეთეს, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს და სტატიას სახელწოდებით „უკრაინას ნატოში გაწევრიანება შეუძლია - თუ მოკავშირეები მზად არიან გამბედაობა გამოიჩინონ“ ეხმაურება, რომელსაც Politico-ში „ჰადსონის“ ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი აქვეყნებს.

Politico-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ლუკ კოფი წერს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში მდგრადი და ეფექტური მშვიდობის უზრუნველყოფა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას შეუძლია.

„1952 წელს ნატო-ს პირველი გაფართოების შემდეგ, მისმა ღია კარის პოლიტიკამ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გააძლიერა, მაგრამ რუსეთის მავნე ქმედებებმა საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში და ტრანსატლანტიკური საზოგადოების უუნარობამ, რომ ამას წინააღმდეგობა გაუწიოს - ფაქტობრივად მოსკოვს ნატო-ს მომავალ წევრობაზე დე ფაქტო ვეტო დადების უფლება მისცა. ახლა რუსეთმა იცის, რომ ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების თავიდან ასაცილებლად, შეჭრა და მისი ნაწილობრივი ოკუპაცია საკმარისია“, - ნათქვამია სტატიაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს