უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 58 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 58 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 80 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 58 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 21 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები პოლტავის, სუმის, ხარკოვის, ჩერკასის, კიევის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის, მიკოლაივის, ოდესისა და ხერსონის ოლქებში ჩამოაგდეს.

ჩამოგდებული რუსული დრონების ნამსხვრევების შედეგად კიევის, ჟიტომირის, ხარკოვისა და ჩერკასის ოლქებში კერძო სახლები, საცხოვრებელი კორპუსები და ავტომობილები დაზიანდა.

„მსხვერპლი არ არის, დაშავებულებს დახმარება გაუწიეს“, - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს