არმაზ ახვლედიანი - ივანიშვილის ბოროტების იმპერია სასწრაფოდ უნდა დავანგრიოთ ჩვენ, მოქალაქეებმა, უწყვეტი პროტესტით, გაფიცვით, სრული დაუმორჩილებლობით, ახალი, მოუსყიდავი, სანდო, თავდადებული, დემოკრატიული პოლიტიკური სივრცეებით!

ივანიშვილი კრიმინალია, დამნაშავეა - მისი ბოროტების იმპერია სასწრაფოდ უნდა დავანგრიოთ ჩვენ, მოქალაქეებმა, უწყვეტი პროტესტით, გაფიცვით, სრული დაუმორჩილებლობით, ახალი, მოუსყიდავი, სანდო, თავდადებული, დემოკრატიული პოლიტიკური სივრცეებით! - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს.

„ბოლო ათწლეულების საქართველოს ახსოვს დიქტატორული მიდრეკილების მმართველები.

რაც ახლა ხდება, სულ სხვა ამბავია, საუკუნის ტრაგედიაა:

ერთმა ბოროტმა, ღვთის, ქვეყნისა და ერის მოძულე, პროვინციელმა დიქტატორმა, ჯერ გაღრღნა სახელმწიფოს მთელი სიმდიდრე, შემდეგ ფეხქვეშ გაიგდო კონსტიტუცია და სამართალი, გააუქმა დემოკრატია და არჩევნები, მოკლა ევროპული პერსპექტივა, დაასამარა ურთიერთობები აშშ-სა და ევროპის კავშირთან, მძევლად აიყვანა და უკანონოდ დააპატიმრა ათობით პატრიოტი მოქალაქე, ომი გამოუცხადა კრიტიკულ აზრს, ღირსეულ საჯარო მოხელეებს, დაერია განსხვავებულ მედიას, პარტიულ სამსახურში ჩააყენა კრიმინალი, წესად აქცია აღვირახსნილი ძალადობა, დათესა ღვარძლი, შიში, გაუტანლობა, ღიად, აშკარად ჩადგა ქვეყნის უმთავრესი მტრის, კრემლის, სამსახურში...

სხვა რაღაა ღალატი და ქვეყნის მტრობა?! ივანიშვილი კრიმინალია, დამნაშავეა - მისი ბოროტების იმპერია სასწრაფოდ უნდა დავანგრიოთ ჩვენ, მოქალაქეებმა, უწყვეტი პროტესტით, გაფიცვით, სრული დაუმორჩილებლობით, ახალი, მოუსყიდავი, სანდო, თავდადებული, დემოკრატიული პოლიტიკური სივრცეებით!

ძირს ივანიშვილის რუსული დიქტატურა!

სასწრაფოდ დაინიშნოს სამართლიანი არჩევნები!

თავისუფლება პოლიტპატიმრებს!

თავისუფლება მზია ამაღლობელს!“- წერს არმაზ ახვლედიანი.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა