გია ვოლსკი - როდესაც საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, პოლიციის მაღალჩინოსანზე ხელის გარტყმა მხოლოდ ხულიგნობის მუხლით განსახილველი არ არის

როდესაც საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, პოლიციის მაღალჩინოსანზე ხელის გარტყმა მხოლოდ ხულიგნობის მუხლით განსახილველი არ არის - სასამართლომ გადაწყვეტილება იმ შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო, რომლის შინაარსი გულისხმობს ამას: - არის კონკრეტული ადამიანი, რომელიც ინტენსიურად ცდილობს დესტაბილიზაციის ატმოსფერო შექმნას, შეინარჩუნოს, პოლიციელს შეურაცხყოფა არა მხოლოდ პირადი ანგარიშსწორების, არამედ კონკრეტული მიზნით მიაყენოს! - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას.

ვოლსკის შეფასებით, „აქ არ არის ხელის ჩვეულებრივი დარტყმა ან ფიზიკური შეხება ერთი ადამიანის მხრიდან მეორე ადამიანის მიმართ“.

„არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ცდილობს ქვეყანაში დესტაბილიზაციის განცდა და ისეთი ატმისფერო შექმნას, რაც ქვეყნის ინტერესებს და მის უსაფრთხოებას უპირისპირდება.

ისეთი ტენდენციის გაგრძელებას, როგორიცაა პოლიციისთვის პიროტექნიკის სროლა, ხელის გარტყმა თუ ქვის დაშენა, მარტო სამართლებრივი ასპექტი არ ახასიათებს.

სასამართლომ გადაწყვეტილება იმ შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო, რომლის შინაარსი სწორედ ამას გულისხმობს: - არის კონკრეტული ადამიანი, რომელიც ინტენსიურად ცდილობს დესტაბილიზაციის ატმოსფერო შექმნას, შეინარჩუნოს, პოლიციელს შეურაცხყოფა არა მხოლოდ პირადი ანგარიშსწორების, არამედ კონკრეტული მიზნით მიაყენოს! ეს ადამიანი ერთ-ერთი ლიდერია, ვისაც ასეთი პროცესების განვითარებაში მიუძღვის წვლილი.

ადამიანის მიმართ რაიმე ზომის გატარება ჩემზე მორალურად ძალიან მოქმედებს, მაგრამ ყველანი ვხედავთ, რომ ეს არ არის კონკრეტული ადამიანის დანაშაული კონკრეტული ადამიანის მიმართ. ზოგადად, ეს არის სერიოზული საფრთხის შემცველი ქმედებები საზოგადოების მიმართ.

ვისურვებდი, არ იყოს იმის აუცილებლობა, რომ ვინმე დააკავონ და პატიმრობა შეუფარდონ, მაგრამ სახელმწიფო ასეა მოწყობილი - როცა სახელმწიფოს წინააღმდეგ ასეთი ბრუტალური დაპირისპირება მიმდინარეობს, იქნება ეს პიროტექნიკის სროლა, ქვების დაშენა, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა თუ პოლიციელის განზრახ შეურაცხყოფა, რათა ამან დესტაბილიზაციის ფორმები შეიძინოს, რა საკვირველია, სახელმწიფოს ამაზე რეაგირება მართებს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო