ნიკოლაი პატრუშევი - არ არის გამორიცხული, რომ მომავალ წელს უკრაინამ არსებობა საერთოდ შეწყვიტოს

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, ნიკოლაი პატრუშევი არ გამორიცხავს, რომ უკრაინამ, როგორც სახელმწიფომ, 2025 წელს არსებობა შეწყვიტოს.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ ნეონაცისტური იდეოლოგია და ყოვლისმომცველი რუსოფობია ანადგურებს უკრაინის ერთ დროს აყვავებულ ქალაქებს, მათ შორის ხარკოვს, ოდესას, ნიკოლაევს და დნეპროპეტროვსკს. არ არის გამორიცხული, რომ მომავალ წელს უკრაინამ არსებობა საერთოდ შეწყვიტოს“, - აღნიშნა პატრუშევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში.

მისი თქმით, მიაჩნია, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები სხვა დასავლური ქვეყნების მონაწილეობის გარეშე უნდა წარიმართოს.

„თუ საუბარია მოვლენების შემდგომი განვითარების კონკრეტულ პერსპექტივაზე ტრამპის ფაქტორის გათვალისწინებით, პატივს ვცემთ მის განცხადებებს. მიმაჩნია, რომ უკრაინაზე მოლაპარაკებები რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დასავლური ქვეყნების მონაწილეობის გარეშე უნდა წარიმართოს. ლონდონთან ან ბრიუსელთან სალაპარაკო არაფერია. მაგალითად, ევროკავშირის ხელმძღვანელობას დიდი ხანია აღარ აქვს უფლება ისაუბროს მისი მრავალი წევრის სახელით, როგორიცაა უნგრეთი, სლოვაკეთი, ავსტრია, რუმინეთი და სხვა ევროპული ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ევროპაში სტაბილურობით და რუსეთთან მიმართ დაბალანსებული პოზიციის დაკავებით“, - აღნიშნა პატრუშევმა.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები