ლაშა ქარდავა - აფხაზეთის მთავრობაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაზარალებული მოქალაქეების დახმარების საკითხებზე იმუშავებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის მთავრობაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორთაჭალაში, აფეთქების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარების საკითხებზე იმუშავებს, - ამის შესახებ აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ კლინიკაში დაზარალებული მოქალაქის მონახულებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გარდაცვლილის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სრულად დაფარავს.

„აფხაზეთის მთავრობა უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯებს საკუთარ თავზე აიღებს. კლინიკაში მყოფი ერთ-ერთი დაზარალებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და პერსონალი ყველაფერს აკეთებს მისი დასტაბილურებისთვის, დანარჩენი ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკიდან გაწერილია“, - განაცხადა ლაშა ქარდავამ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს