დიმიტრი ცქიტიშვილი - ბრიუსელში დაგეგმილი ფორუმი მნიშვნელოვანია იმის საჩვენებლად, რა შედეგები შეიძლება დადგეს სამომავლოდ ჩვენს ქვეყანაში, თუკი ივანიშვილის რეჟიმის მიმართ არ იქნება ცალსახა და მკაცრი ქმედებები განხორციელებული

2025 წლის 15 იანვარს, ბრიუსელში, ევროპარლამენტში ბელარუსული დემოკრატიული ძალების და ევროპული პოლიტიკური პარტიების ერთობლივი დემოკრატიული ფორუმი “8+100” გაიმართება. საქართველოდან ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ცქიტიშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ფორუმი „აერთიანებს ბელარუსის რვა დემოკრატიულ პარტიას, რომლებიც ლუკაშენკოს რეჟიმმა დაშალა და 100-ზე მეტ ევროპულ პოლიტიკურ პარტიას“.

პარტიის ინფორმაციით, ფორუმის მიზანია, პარტიათაშორისი თანამშრომლობის მეშვეობით, გაძლიერდეს ბელარუსის დემოკრატიული ძალების მხარდაჭერა.

დიმიტრი ცქიტიშვილი მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში „არა-არჩევნები 2025: სტრატეგიები და ტაქტიკა ბელარუსის დემოკრატიული ძალებისა და საერთაშორისო საზოგადოებისათვის“.

ფორუმზე განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ბელარუსში არსებული პოლიტიკური ვითარება, პოლიტიკური პატიმრების მდგომარეობა ქვეყანაში და პოლიტიკური დევნილი ბელარუსი ემიგრანტების წინაშე არსებული გამოწვევები.

„ფორუმი მნიშვნელოვანი ფორმატია იმისათვის, რომ ევროპულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბელარუსის დემოკრატიულ ძალებს შორის მიმდინარეობდეს კოორდინირებული მუშაობა, მხარდაჭერა იყოს მიზანმიმართული და პასუხობდეს ყველა იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც ბელარუსის დემოკრატიული ძალები დგანან. ჩვენი ჩართულობა ამ ფორუმში მნიშვნელოვანია იმის საჩვენებლად, თუ რა შედეგები შეიძლება დადგეს სამომავლოდ ჩვენს ქვეყანაში, თუკი ივანიშვილის რეჟიმის მიმართ არ იქნება ცალსახა და მკაცრი ქმედებები განხორციელებული“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა