ლევან მგალობლიშვილი - შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც დევნილთა საცხოვრებელში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგებს შეისწავლის

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის მთავრობაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ორთაჭალაში, დევნილთა საცხოვრებელში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგებს შეისწავლის, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ლევან მგალობლიშვილის დავალებით, დღესვე სამუშაო ჯგუფის წევრები ორთაჭალაში იმყოფებოდნენ.

მათივე ცნობით, მთავრობის წევრები ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას, დევნილების დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხებს და დაზარალებულ მოსახლეობას გაესაუბრნენ.

სამუშაო ჯგუფის წევრები სრულ კოორდინაციაში არიან ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა მაქსიმალურად სწრაფად შეძლონ მოსახლეობის დახმარება.

„აფხაზეთის მთავრობა ჩართულია ყველა საკითხში. შემთხვევის შედეგად დაზარალებული დროებით დევნილი მოსახლეობის დასახმარებლად აფხაზეთის მთავრობაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც სრულ კოორდინაციაშია, როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე ქალაქ თბილისის მერიასთან და ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად სწრაფად მოვახდინოთ ადგილზე არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და დახმარების გაწევა.

ამ დროისათვის უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული ყველა პირი კლინიკიდან გაწერილია, დარჩენილია მხოლოდ ერთი პაციენტი, რომლის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ისიც დაუბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას, რაც შეეხება ამ ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი პირის დაკრძალვის ხარჯებს, მას სრულად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უზრუნველყოფს“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს