კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენებს შეხვდნენ

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები კონგრესმენებს: ენდი ჰარისს (კონგრესის თავისუფლების ჯგუფი), დენ კრენშოს (დაზვერვის კომიტეტი), დერეკ ვან ორდენს (თავდაცვის კომიტეტი) და მაიკ ჰარიდოპულოს შეხვდნენ. ინფორმაციას “ძლიერი საქართველო” ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრისას განიხილეს “ქართული ოცნების” მიერ არჩევნებისა და სახელმწიფოს მიტაცება, საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების, თავისუფალი მედიისა და აქტივისტების წინააღმდეგ განხორციელებული საგანგაშო რეპრესიები.

„ქართველმა ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

ამერიკელმა კანონმდებლებმა კარგად იციან ის უსაფრთხოების გამოწვევები, რომლებიც „ქართული ოცნების“ რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან პოლიტიკური დაახლოებით წარმოიქმნება.

მმართველი გუნდის წარმომადგენელმა კონგრესმენებმა ხაზგასმით დაადასტურეს, რომ ტრამპის ახალი ადმინისტრაცია მტკიცედ იდგება ქართველ ხალხის დემოკრატიული პროტესტის გვერდით და მხარს დაუჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

კონგრესმენებმა გამოხატეს სრული მხარდაჭერა ქართული სამოქალაქო საზოგადოების, ჩაგრული ჟურნალისტების, პოლიტპატიმრებისა და მომიტინგეების მიმართ.

დონალდ ტრამპის საპარლამენტო გუნდის წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ მომავალი ტრამპის ადმინისტრაცია დადგება რუსეთის, ირანის და ჩინეთის ინტერესების წინააღმდეგ საქართველოში და მშვიდობიანი პროტესტის რეპრესიებისთვის „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებს პასუხისმგებლობას დააკისრებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა