პაატა დავითაია - გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმა და ძალადობა ოპონენტებზე, ხელს უწყობს უმართავ პროცესს საზოგადოებაში, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას აკისრია

კატეგორიულად მიუღებელია ოპოზიციური პარტიის ლიდერსა და ქვეყნის ყოფილ პრემიერ - მინისტრზე განხორციელებული თავდასხმა ბათუმში. მოვუწოდებთ ხელისუფლებას აღკვეთოს ძალადობრივი პროცესი, რაც ხელს უწყობს პოლიტიკური დაპირისპირების გაღვივებას და უმართავ პროცესს საზოგადოებაში, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას აკისრია, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაიამ განაცხადა.

მისი თქმით, მძიმე კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნები და პატიმრების განთავისუფლებაა.

„სრულ მხარადჭერას ვუცხადებთ გიორგი გახარიას და ყველას, ვინც ბოლო თვეებში თავდასხმის ობიექტი გახდა. კიდევ ერთი ფიზიკური ანგარიშსწორება და ძალადობა პოლიტიკურ ოპონენტზე, ცხადყოფს რომ ქვეყანაში კვდება პოლიტიკური კულტურა და ჩვენ შევდივართ სპირალში, რომლიდანაც თავის დაღწევა ძალიან რთული იქნება.

არსებული მძიმე კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნები და პატიმრების განთავისუფლებაა. სასწაფოდ უნდა დაიწყოს მომხდარ ფაქტზე გამოძიება და მკაცრად დაისაჯოს ყველა დამნაშავე. ასეთი ძალადობრივი ქმედებებით ილახება ქვეყნის იმიჯი, მწვავდება დაპირისპირება. უკვე რეალურად არსებობს საფრთხე, ქვეყანაში დაიწყოს უმართავი პროცესი, რაც ძალიან მძიმე შედეგის მომტანი იქნება“, - აცხადებს პაატა დავითაია.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის