„ძლიერი საქართველოს“ ლიდერები კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერები, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარესა და MEGOBARI აქტის ავტორს, კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ.

კოალიციის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ ჯო უილსონს 4 გამარჯვებული პროევროპული ოპოზიციური გაერთიანების ერთობლივი დოკუმენტი გადასცა და ქართველი ხალხის მოთხოვნები გააჟღერა.

„რამდენიმე კონგრესმენთან გვქონდა შეხვედრა, მათ შორის ბატონ ჯონ უილსონთან. ის ილუზია, რომ 20 იანვრის მერე ტრამპის ადმინისტრაცია რაიმე ფორმით „ქართული ოცნების“ ეგრეთ წოდებულ „გაპრავებას“ დაიწყებს, არის გამორიცხული! ეს არის აბსურდი და დიდი ტყუილი! პირიქით, რაც ჩვენ მოვისმინეთ არის მტკიცე მხარდაჭერა, პირველ რიგში ქართველი ხალხის მიმართ. მტკიცე მხარდაჭერა, რომ ამ კრიზისის განსამუხტად საქართველოში საჭიროა ახალი სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნები და, რაც ყველაზე მთავარია, პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

კონგრესმენ უილსონთან ისევე, როგორც სხვა კონგრესმენებთან, ჩავიტანეთ ოთხი გამარჯვებული ოპოზიციური გაერთიანების მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელზეც ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ და ვაჩვენეთ ის გადასადგმელი ნაბიჯები, რაც ამ კრიზისის განსამუხტად უნდა გადაიდგას.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ზღაპრები, რომლებსაც, სამწუხაროდ,„ქართული ოცნება“ ავრცელებს თავის ამომრჩეველში არის ტყუილი. ტრამპის ადმინისტრაცია მტკიცედ დადგება ქართველი ხალხის სამართლიანი მოთხოვნის გვერდით და ამას ვნახავთ ძალიან მოკლე დროში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა