ზურაბ ჯაფარიძე - ოპოზიციური ძალები შევთანხმდით, რომ შევქმნათ ერთიანი ბაზა, სადაც თავს მოიყრის ყველა ის მოსამართლე, პროკურორი და შსს-ს წარმომადგენელი, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრანტების დასჯაში იღებს მონაწილეობას

ოპოზიცია ერთიანი ბაზის შექმნას გეგმავს, სადაც თავს მოიყრის ყველა ის მოსამართლე, პროკურორი და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრანტების დასჯაში მონაწილეობას იღებს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ოპოზიციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„შევთანხმდით, რომ გავაკეთოთ ერთიანი ბაზა, სადაც თავს მოვუყრით ყველა იმ მოსამართლეს, პროკურორს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, მათ შორის, ცრუ მოწმეებს პოლიციელების სახით, რომლებიც ახლა მონაწილეობას იღებენ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასჯაში და ამ ბაზაზე დაფუძნებით გვინდა მერე რაღაცების გაკეთება. მაგრამ ჯერ გვინდა ბაზაზე შეჯერება, რადგან ყველას ცალ-ცალკე ბაზა გვაქვს და გვინდა ერთიანი გავაკეთოთ,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ შეხვედრის ერთ-ერთი საკითხი არჩევნებს ჩატარების ადმინისტრირებას შეეხებოდა.

„ერთ-ერთი საკითხი არის, ის როდესაც დადგება მომენტი, რომ ჩაინიშნება ახალი არჩევნები, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები ისე, რომ არ დაგვემართოს იგივე, როგორც დაგვემართა 26 ოქტომბერს, რომ ეს არჩევნები მართლა იყოს სამართლიანი. ამ საკითხზე ვერსიები განვიხილეთ,“ - აღნიშნა მან.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია