გიგი წერეთელი - პოლიტიკურ ოპონენტებზე - გიორგი გახარიაზე, ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება დამახასიათებელია ავტოკრატიული რეჟიმებისთვის და ამას არ შეეგუება არც ჩვენი მოქალაქეები და არც საერთაშორისო საზოგადოება

პოლიტიკურ ოპონენტებზე - გიორგი გახარიაზე, ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება დამახასიათებელია ავტოკრატიული რეჟიმებისთვის და ამას არ შეეგუება არც ჩვენი მოქალაქეები და არც საერთაშორისო საზოგადოება, - ასე ეხმაურება “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, ბათუმში გიორგი გახარიაზე და ზვიად ქორიძეზე თავდასხმას.

მისი შეფასებით, მაშინ როდესაც მოქალაქეები ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიებს აპროტესტებენ, ხელისუფლება მათ მეტი აგრესიით პასუხობს.

„მაშინ, როდესაც საქართველოს ათიათასობით მოქალაქე უკვე მეორე თვეა გამოხატავს უწყვეტ პროტესტს რეჟიმის წინააღმდეგ და ითხოვს სწორედ რეპრესიების დასრულებას, პატიმრების გათავისუფლებას, ახალ არჩევნებს იმისათვის, რომ ჩვენ ნორმალურ საზოგადოებაში და ქვეყანაში გავაგრძელოთ ცხოვრება და ამას დე ფაქტო ხელისუფლება პასუხობს მეტი აგრესიით, ძალადობით და ის ფაქტები, რაც ჩვენ ვნახეთ - ბათუმში მოქალაქეების, ჟურნალისტების დაკავება, ახლა გახარიაზე ამგვარად გასწორება ანგარიშის, ეს არის სწორედ დამახასიათებელი ავტოკრატიული ქვეყნებისთვის და ამას ვერ შეეგუება ვერავინ, ვერც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და ვერც საერთაშორისო საზოგადოება, რომლისთვისაც ამ რეჟიმის მიუღებლობა კიდევ უფრო თვალნათელი ხდება“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო