სამხატვრო აკადემიის სტუდენტები - სამხატვრო აკადემიის სტუდენტები ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას - დავიკავეთ აკადემია და უვადოთ ვიქნებით აქ

ხელოვნება იწყება თავისუფლებით - ამ სლოგანით სამხატვრო აკადემიის სტუდენტები დაუმორჩილებლობას აცხადებენ და სტუდენტურ პროტესტს უერთდებიან.

სტუდენტებმა სამხატვრო აკადემია დაიკავეს და იქ ყოფნას უვადოდ აპირებენ, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება და აქციების დროს დაკავებული ყველა პირი არ გათავისუფლდება.

“სამხატვრო აკადემიის სტუდენტები ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და ვუერთდებით სტუდენტურ პროტესტს. დავიკავეთ აკადემია და უვადოთ ვიქნებით აქ. მთავარი მოთხოვნებია - თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს და დაინიშნოს ხელახალი ლეგიტიმური არჩევნები”, - აცხადებენ სამხატვრო აკადემიის სტუდენტები.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026