ზურაბ ჯაფარიძე - ტერორის ატმოსფეროა, "ქართულ ოცნებას" დარჩა მხოლოდ კუნთები და დგას ფიზიკურ ძალაზე - მოლოდინი მაქვს, რომ ძალადობა მოიმატებს

ჩვეულებრივი ტერორის ატმოსფეროა, "ქართულ ოცნებას" დარჩა მხოლოდ კუნთები და დგას ფიზიკურ ძალაზე. მე მოლოდინი მაქვს, რომ ეს ძალადობა მოიმატებს არა მარტო პოლიტიკოსების მიმართ, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ "საქართველოსთვის" ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, ქვეყანა რუსულ რეალობაში ცხოვრობს და მას მოლოდინი არ აქვს, რომ გახარიაზე თავდასხმის გამო ვინმეს დასჯიან.

"მოლოდინი არც უნდა გვქონდეს, რომ ვინმეს დააკავებენ ან დასჯიან, ეს არის ზღაპარი, სხვა რეალობაში ვცხოვრობთ, რუსულ რეალობაში ვართ, სადაც გვყავს ასობით ნაწამები ადამიანი, კადრები გვაქვს, სადაც "ტიტუშკები" უსწორდებიან ადამიანებს, პოლიცია გვერდით დგას და უმოქმედოა. ასეთი რეალობაა, სადაც მართლმსაჯულების სისტემა იცავს სისტემის ჭანჭიკებს და სჯის იმ ადამიანებს, ვინც მიდის სისტემის წინააღმდეგ.

მოლოდინი, რომ გამოიძიებენ ამ საქმეს და ვინმეს დასჯიან ან დიტო სამხარაძეს რამეს უზამენ, ეგ არის ზღაპარი. ასეთი რამ არ მოხდება და მსგავსი ოპტიმისტური განწყობა არ უნდა გვქონდეს.

ჩვეულებრივი ტერორის ატმოსფეროა, "ქართულ ოცნებას" დარჩა მხოლოდ კუნთები და დგას ფიზიკურ ძალაზე. მე მოლოდინი მაქვს, რომ ეს ძალადობა მოიმატებს, არა მარტო პოლიტიკოსების, არამედ აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, ამით ეცდებიან, რომ შეაშინონ ადამიანები იმიტომ, რომ სხვა აღარაფერი დარჩათ, მაგრამ ამ ადამიანებს არაფერი აშინებთ, გამოდიან და ყოველ დღე დგანან აქ", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო