ქეთევან თურაზაშვილი - სასამართლო სისტემაში თავი მოიყარეს კაცთმოძულე, განსაკუთრებით, თავისუფალი ახალგაზრდების მოძულე მოსამართლეებმა - დროა გაიაზრონ, როცა სამართლიანობა იზეიმებს, მათ მოუწევთ ყველა დანაშაულზე პასუხისგება!

დღეს სასამართლო სისტემაში თავი მოიყარეს კაცთმოძულე, განსაკუთრებით საღი, ნათელი, ჯანსაღი, თავისუფალი ახალგაზრდების მოძულე მოსამართლეებმა. ივანიშვილის რეჟიმის მარიონეტებთან ერთად, სწორედ მათაც მინდა მივმართო და ვუთხრა: დროა გაიაზრონ, როდესაც სამართლიანობა იზეიმებს, მათ მოუწევთ ყველა დანაშაულზე პასუხისგება! - ასე ეხმაურება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ქეთევან თურაზაშვილი დღეს დაგეგმილ სასამართლო სხდომას, რომელზეც პროევროპულ აქციებზე დაკავებული კიდევ რამდენიმე ახალგაზრდას საქმე უნდა განიხილოს.

ქეთევან თურაზაშვილის თქმით, ქართული მართლმსაჯულება დღეს ,,უსამართლო სასამართლოს" ტყვეობაშია.

„დღეს აქციებზე ერთ-ერთი პირველი დაკავებულის, 20 წლის მათე დევიძის სასამართლო პროცესია, რომელსაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ისევე როგორც აქციებზე სხვა დაკავებულების შემთხვევაში, არც მათეს მიმართ არსებობს კვალიფიციური დასაბუთებები, პროკურორი ანა ხუბეჯაშვილი იმ დაზიანებების შესახებაც კი არ ფლობდა ინფორმაციას, რაზეც „აგებული“ ჰქონდა საკუთარი ბრალდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საზოგადოებამ საკუთარი თვალით ნახა მათეს დაკავების კადრები და ის მხოლოდ თავს იცავდა მის მიმართ გამოყენებული არაადეკვატური ძალისგან... გარდა პროკურორის არაკომპეტენტურობისა, იკვეთება რეჟიმის მორჩილი მოსამართლის, დავით კუპატაძის ცივსისხლიანობა 20 წლის მათეს მიმართ. მთელ ამ სასამართლო პროცესებს თვალს რომ ვადევნებ, ერთი განცდა მიჩნდება - დღეს სასამართლო სისტემაში თავი მოიყარეს კაცთმოძულე, განსაკუთრებით საღი, ნათელი, ჯანსაღ, თავისუფალი, ახალგაზრდების მოძულე მოსამართლეებმა. ივანიშვილის რეჟიმის მარიონეტებთან ერთად, სწორედ მათაც მინდა მივმართო და ვუთხრა: დროა გაიაზრონ, როდესაც სამართლიანობა იზეიმებს, მათ მოუწევთ ყველა დანაშაულზე პასუხისგება“, - აცხადებს ქეთევან თურაზაშვილი.

აღნიშნულ კომენტარს კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის