მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა

16 იანვარს, საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკას პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში.

„შეხვედრის შემდეგ გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.

მინისტრი ასევე გვირგვინით შეამკობს მარადიული ცეცხლის მემორიალს “შეჰიდების ხეივანში“ და პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები