მიხაილ როთი - სამწუხაროდ, საქართველოში არსებულ რეჟიმს ჰყავს გარკვეული მოკავშირეები და მეგობრები ევროკავშირში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ბატონი ორბანი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი

საქართველოსთან ყველა ვარიანტი მაგიდაზე რჩება, რადგან სიტუაცია უარესდება. ასე რომ ვერ მოვხსნით ინსტრუმენტებს, ვარიანტებს, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა თბილისში მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რა ვარიანტები აქვს ევროკავშირს მაგიდაზე საქართველოსთან დაკავშირებით იმ ფონზე, როცა შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა.

„გულწრფელად გითხრათ, ეს არის მწარე რეალობა. სიამოვნებით გეტყოდით, რომ ახლა ჩვენ თანამშრომლობის ახალ სახეზე ვართ, მაგრამ ვერ ვხედავ, რომ აქ თქვენს ქვეყანაში მოვლენები სწორი მიმართულებით იცვლება: სწორი მიმართულებაა ახალი არჩევნები, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, დემოკრატიის გაძლიერება, კრიტიკული ხმების დაცვა, მე ვერ ვხედავ ამ ცვლილებას, ამიტომ, ყველა ვარიანტი მაგიდაზე რჩება. მაგრამ ევროკავშირში ყველაფერი უფრო რთულადაა, ვიდრე შეერთებულ შტატებში. მაგალითად, ფიზიკური პირების წინააღმდეგ შორს მიმავალი სანქციების შემოსაღებად საჭიროა ერთსულოვნება მინისტრთა საბჭოში. სამწუხაროდ, აქ არსებულ რეჟიმს ჰყავს გარკვეული მოკავშირეები და მეგობრები ევროკავშირში. გერმანიაში პრორუსული პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის“, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ბატონი ორბანი და სამწუხაროდ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი. ეს უსიამოვნოა. მაგრამ მეორე მხრივ, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უდიდესი უმრავლესობა ერთგული რჩება და ისინი არიან თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მოკავშირეები და მეგობრები. ჩვენ გვჭირდება დიდი კრეატიულობა, რათა რეჟიმს გავუგზავნოთ მკაფიო გზავნილები, რომ ჩვენთვის მიუღებელია მათი ქცევა და მათი ზომები და რომ ჩვენ ველით კონკრეტულ ქმედებებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“, - აღნიშნა როთმა.

მისი თქმით, ძალიან იმედგაცრუებულია იმით, რომ ევროკომისიის და ზოგადად, ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა, ევროპარლამენტის გარდა, საქართველოში ვიზიტით არ ჩამოვიდნენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის