ლაშა გაბიტაშვილი - თავისუფალი ვარ - არაბთა გაერთიანებული საამიროების სასამართლო სისტემა იყო სამართლიანი, ეფექტური და დამოუკიდებელი, მოხარული ვარ, რომ ინციდენტი მოხდა თავისუფალ და პასუხისმგებლიან ქვეყანაში

არაბთა გაერთიანებული საამიროების სასამართლო სისტემა იყო სამართლიანი, ეფექტური და დამოუკიდებელი. მოხარული ვარ, რომ ეს ინციდენტი მოხდა თავისუფალ და პასუხისმგებლიან ქვეყანაში, - ამის შესახებ ნათქვამია ლაშა გაბიტაშვილის განცხადებაში, რომელსაც აბუ - დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

როგორც ის წერს, კითხვებზე პასუხს მოგვიანებით გასცემს, როდესაც საქმე დაიხურება.

"მეგობრებო, თავისუფალი ვარ! დიდი მადლობა ქართველ ხალხს ამ დღეებში გამოჩენილი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის. არაბთა გაერთიანებული საამიროების სასამართლო სისტემა იყო სამართლიანი, ეფექტური და დამოუკიდებელი. მოხარული ვარ, რომ ეს ინციდენტი მოხდა თავისუფალ და პასუხისმგებლიან ქვეყანაში. მოუთმენალად ველი დაბრუნებას საქართველოში, რომელიც იმსახურებს თავისუფალ მოაზროვნეებსა და პასუხისმგებლიან ლიდერებს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს, ახალ და ძველ მეგობრებს და ოლგას, რომელიც ჩემი პირადი გმირია!

მოგვიანებით შევძლებ კითხვებზე პასუხს, როდესაც საქმე დაიხურება", - წერს გაბიტაშვილი წერილში, რომელსაც მისი მეუღლე ავრცელებს.

როგორც ცნობილია, დღეს "რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციიდან ასევე უშვებენ „ქართული ოცნების“ წევრებსაც, მათ შორის ვიქტორ სანიკიძესა და ირაკლი ზარქუას.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციითვე, როგორც ლაშა გაბიტაშვილი, ისე „ქართული ოცნების“ დეპუტატები პოლიციაში 14 იანვრის შემდეგ, გამოკითხვაზე იმყოფებიან, სამართალდამცავი უწყებიდან კი ისინი სასამართლო სხდომამდე იქნებიან გამოშვებული, რომელიც, სავარაუდოდ, ერთ კვირაში გაიმართება. მედიის ცნობითვე, მანამდე მათ არაბთა გაერთიანებული საამიროების დატოვება ეკრძალებათ.

შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.

მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ შემთხვევა წინა დღეს მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა. ცნობისთვის, პირველად მომხდარი დაპირისპირების დროს, მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა